„დიდი შვიდეულის“ ლიდერები ისრაელსა და „ჰამასს“ შორის მიღწეულ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას მხარს უჭერენ

17 იანვარი 2025, 10:19 118 ნახვა

ისრაელსა და „ჰამასს“ შორის მიღწეულ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას მხარს უჭერენ „დიდი შვიდეულის“ ლიდერები. ერთობლივ განცხადებაში აღნიშნულია, რომ ეს არის მნიშვნელოვანი წინ გადადგმული ნაბიჯი, რომელსაც შეუძლია უზრუნველყოს ყველა დარჩენილი მძევლის გათავისუფლება, გააადვილოს გადაუდებელი ჰუმანიტარული დახმარების მიწოდება და გზა გაუხსნას სამოქალაქო პირებს საკუთარ სახლში დასაბრუნებლად.

ლიდერები მადლობას უხდიან ეგვიპტეს, კატარსა და აშშ-ს მოლაპარაკებებში გაწეული ძალისხმევისთვის. ასევე, მოუწოდებენ ყველა მხარეს, კონსტრუქციულად ჩაერთონ შეთანხმების შემდგომი ფაზების მოლაპარაკებებში, რათა ხელი შეუწყონ მის სრულ განხორციელებას და საომარი მოქმედებების საბოლოო შეწყვეტას.

ამასთან, „დიდი შვიდეულის“ ლიდერებმა მოუწოდეს ირანსა და მის მოკავშირეებს, თავი შეიკავონ ისრაელის წინააღმდეგ ნებისმიერი შემდგომი თავდასხმისგან.

ანა ვაშაყმაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში