მიღწეულია შეთანხმება ჰამასის ტყვეობაში მყოფი მძევლების გათავისუფლების შესახებ - ამის შესახებ ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს ოფისმა განაცხადა.
ოფისის ინფორმაციით, შეთანხმების ფაქტი პრემიერს მომლაპარაკებელთა ჯგუფმა აცნობა, რის შემდეგაც ნეთანიაჰუმ უსაფრთხოების კაბინეტის სხდომა მოიწვია, ასევე მოგვიანებით გაიმართება მთავრობის სხდომაც, რომელზეც შეთანხმება უნდა დაამტკიცონ.
„ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“ ომის შეჩერებასა და ღაზაში გატაცებული მძევლების, ასევე ისრაელში მყოფი პალესტინელი პატიმრების ნაწილის გათავისუფლებას ითვალისწინებს.