საქართველოში 26 აპრილიდან გამოიდარებს

23 აპრილი 2017, 00:00 3278 ნახვა

ძლიერი ქარი საქართველოს მთელ ტერიტორიაზე დღის ბოლომდე შენარჩუნდება. შავი ზღვის სანაპიროზე, ქარის სიჩქარე წამში 26-28 მეტრს აღწევს. ამ დროისთვის, ზღვაზე 3-დან 4 ბალამდე სიმძლავრის შტორმი ფიქსირდება.

დღის ბოლოს  წვიმას ზოგან ძლიერს, ხოლო  მაღალმთიან რაიონებში თოვლსა და ქარბუქს პროგნოზირებენ. დღეს ღამით მკვეთრად დაიკლებს ტემპერატურა, ზღვაზე კი 5 ბალიან შტორმს ვარაუდობენ. სინოპტიკოსები მოსახლეობას სიფრთხილისკენ მოუწოდებენ.  საქართველოში 26 აპრილიდან გამოიდარებს.

ამავე კატეგორიაში