პროტესტის მესამე დღე ბათუმის ხელოვნების უნივერსიტეტში. უცვლელი მოთხოვნებით სხვადასხვა ფაკულტეტის სტუდენტები მეორე ღამეა ღამეს უნივერისტეტში ათენებენ, ამბობენ, რომ პროტესტის ამ ფორმას მომდევნო დღეებში გააგრძელებენ.
უნივერსიტეტის შიდა და გარე პერიმეტრზე გაკრული აქვთ სხვადსხვა შინაარსის პლაკატები წარწერით - „გაიფიცე, თავისუფლება გიორგი დავითაძეს, თავისუფლება გურამ მიქელაძეს, თავისუფლება რეჟიმის ტყვეებს“ - ამ დროისთვის გაფიცულია 80-მდე სტუდენტი.
გაფიცული სტუდენტები კვლავ დაკავებულების გათავისუფლებას ითხოვენ, ამბობენ, რომ სტუდენტები და უნივერსიტეტის ლექტორი უკანონოდ დააკავეს და პროტესტს მანამ არ შეაჩერებენ, სანამ მათი მოთხოვნები არ იქნება დაკმაყოფილებული.