რუსეთის სასამართლომ ალექსეი ნავალნის 3 ადვოკატს პატიმრობა შეუფარდა

17 იანვარი 2025, 13:09 135 ნახვა

რუსეთის სასამართლომ რუსი ოპოზიციონერის ალექსეი ნავალნის სამ ადვოკატს 3,5 წლიდან 5,5 წლამდე თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. ვადიმ კობზევს, იგორ სერგუნინსა და ალექსეი ლიპცერს ბრალად ექსტრემისტულ ჯგუფში წევრობა ედებათ. კობზევს უკვე მიესაჯა თავისუფლების აღკვეთა 5,5 წლით.

ლიპცერსა და სერგუნინს კი 3,5 წლით. ცნობისთვის, ნავალნის ადვოკატები 2023 წლის ოქტომბერში დააკავეს, 1 თვის შემდეგ კი ისინი „ტერორისტებისა და ექსტრემისტების“ სიაში შეიყვანეს.

ანა ვაშაყმაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში