თემურ ქათამაძემ შიმშილობა დაიწყო

17 იანვარი 2025, 14:04 129 ნახვა

თემურ ქათამაძემ პროტესტის ნიშნად შიმშილობა დაიწყო. ის გუშინ სამტრედიის იზოლატორიდან ჯერ გაათავისუფლეს, თუმცა იზოლატორიდან გამოსვლისთანავე თავიდან დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროში განმარტეს, რომ საქართველოში არალეგალურად, სამართლებრივი საფუძვლის გარეშე იმყოფებოდა.

დაატოვებინებენ თუ არა საპროტესტო აქციების აქტიურ  მონაწილეს, თურქეთის  მოქალაქე, მუჰაჯირების შთამომავალ თემურ   ქათამაძეს საქართველოს ტერიტორიას, ამაზე სასამართლომ უნდა იმსჯელოს.დაკავებისას თემურ ქათამაძემ თავის მხარდამჭერებს უთხრა, რომ სავარაუდოდ, მას საქართველოში ყოფნის კანონით გათვალისწინებული ვადები ამოეწურა.

დაკავებას უკანონოდ მიიჩნევს, რადგან მისი თქმით, საქართველოს მოქალაქეობის მიღებასთან დაკავშირებით სასამართლო  პროცესი აქვს.სამოქალაქო აქტივისტი ციალა  ქათამიძე წერს რომ, 11 იანვარს, როცა აქციაზე მასთან ერთად  აქციის სხვა მონაწილეები და მედროშე ბაბუც დააკავეს,  ბათუმის პოლიციის უფროსმა ირაკლი  დგებუაძემ უთხრა, რომ  მას მაინც  გააგდებდა ქვეყნიდან.

სასამართლო  სხდომაზე კი თემურ ქათამაძემ თქვა, რომ სამართალდამცავებმა მას  სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს. შეურაცხყოფის ფაქტებზე საუბრობენ  11-12 იანვარს აქციაზე  დაკავებულები სხვა პირებიც.

მზია მართალიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში