შინაგან საქმეთა სამინისტროს შენობის წინ ჟურნალისტები, მზია ამაღლობელის მხარდასაჭერ საპროტესტო აქცია გაიმართა.
ადგილზე სხვადასხვა ტელემაუწყებლობის ჟურნალისტები, წამყვანები, საინფორმაციო სამსახურის უფროსები და სხვადასხვა სააგენტოს ჟურნალისტები იმყოფებოდნენ.
აქციის მონაწილეები მოითხოვენ, გაათავისუფლონ მზია ამაღლობელი და სხვა პოლიტპატიმრები, ასევე ბათუმის პოლიციის უფროსს, ირაკლი დგებუაძეს შეუწყდეს სამსახურებრივი უფლებამოსილება.
ადგილზე ასევე სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებიც იმყოფებოდნენ.
მოგვიანებით, აქციის მონაწილეებმა მსვლელობით საქართველოს პროკურატურასთან გადაინაცვლეს.
ანალოგიური მოთხოვნებით, აქცია დღეს ბათუმშიც გაიმართა.