მედიის წარმომადგენლებმა, რომლებიც „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის გათავისუფლების მოთხოვნით აქციას მართავდნენ, მსვლელობით საქართველოს პროკურატურასთან გადაინაცვლეს.
აქციის მონაწილეები მოითხოვენ, გაათავისუფლონ მზია ამაღლობელი და სხვა პოლიტპატიმრები, ასევე ბათუმის პოლიციის უფროსს, ირაკლი დგებუაძეს შეუწყდეს სამსახურებრივი უფლებამოსილება.
ადგილზე სხვადასხვა ტელემაუწყებლობის ჟურნალისტები, წამყვანები, საინფორმაციო სამსახურის უფროსები და სხვადასხვა სააგენტოს ჟურნალისტები იმყოფებოდნენ.