ისრაელის მთავრობამ ღაზის სექტორში ცეცხლის შეწყვეტისა და მძევლების გათავისუფლების შესახებ შეთანხმება დაამტკიცა

18 იანვარი 2025, 10:08 100 ნახვა

ისრაელის მთავრობამ ღაზის სექტორში ცეცხლის შეწყვეტისა და მძევლების გათავისუფლების შესახებ შეთანხმება დაამტკიცა.

ისრაელსა და „ჰამასს“ შორის შეთანხმება კატარის, აშშ-ისა და ეგვიპტის შუამავლობით შედგა.

შეთანხმების თანახმად, პირველ ეტაპზე „ჰამასის“ მიერ ღაზაში დაკავებულ 33 ისრაელელ მძევალს გაცვლიან ასობით პალესტინელ პატიმარზე. ისრაელის ძალები კი ღაზის მჭიდროდ დასახლებული ტერიტორიებს დატოვებენ და იძულებით გადაადგილებულ პალესტინელებს მიეცემათ საშუალება, დაიწყონ სახლებში დაბრუნება.

მეორე ფაზის ფარგლებში გაიმართება მოლაპარაკებები, რაც უნდა მოიცავდეს დარჩენილი მძევლების გათავისუფლებას, ისრაელის ჯარების ღაზიდან სრულ გაყვანას და „მდგრადი მშვიდობის აღდგენას“.

მესამე, საბოლოო ეტაპი მოიცავს ღაზას რეკონსტრუქციას, რაც შეიძლება, წლები გაგრძელდეს და დარჩენილი მძევლების ცხედრების დაბრუნებას. 

ისრაელის სამხედროებმა ღაზაში სამხედრო კამპანია „ჰამასის“ მიერ 2023 წლის 7 ოქტომბრის ისრაელზე განხორციელებული უპრეცედენტო თავდასხმის საპასუხოდ დაიწყეს. 7 ოქტომბრის თავდასხმის დროს 1 200 ადამიანი დაიღუპა და 251 მძევლად აიყვანეს.

 

 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში