კიდევ ერთ ამერიკელ კონგრესმენს კი სალომე ზურაბიშვილი შეხვდა, ქვეყნის მეხუთე პრეზიდენტი, დონალდს ტრამპის ინაუგურაციაზე დასასწრებად იმყოფება აშშ-ში. მან სოციალურ ქსელში დაწერა, რომ დონალდ ტრამპ უმცროსის მიწვევით წინასაინაუგურაციო წვეულებას დაესწრო. თავად ჯო უილსონი კი მათი შეხვედრის კადრებს სოციალურ ქსელში აქვეყნებს და წერს, რომ სალომე ზურაბიშვილი აშშ-ის პრეზიდენტის ვაჟს უმცროსს დონალდ ტრამპს შეახვედრა. „დიდებული იყო პრეზიდენტ ზურაბიშვილის და მომავალი თავდაცვის მდივნის, პიტ ჰეგსეტის შეხვედრის ორგანიზება. „მშვიდობა ძალის მეშვეობით“ ბრუნდება ამერიკაში“, – წერს უილსონი შეხვედრის შესახებ.