„ლელოს“ ერთ-ერთი ლიდერის, საბა ბუაძის განცხადებით, მას და ორგანიზაციის ხელმძღვანელს, რამაზ მანდარიას ორი პირი თავს მოულოდნელად დაესხა. როგორც საუბარში ბუაძე აცხადებს, თავდამსხმელებმა თავდაპირველად მათ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს, შემდეგ კი რამაზ მანდარიას სახეში ჩანთა გაარტყეს. ამასთან, ბუაძის თქმით, თავდამსხმელებიდან ერთ-ერთს დანაც ჰქონდა. ადგილზე იმყოფებოდა პოლიცია, თუმცა როგორც ძლიერი საქართველოს ლიდერები ამბობენ, მათ საგამოძიებო მოქმედებები არ ჩაუტარებიათ და ფაქტის შემსწრე მოწმეები არ გამოუკითხავთ.