საზღვაო სეზონი ხვალ გაიხსნება

27 მაისი 2016, 00:00 3991 ნახვა

'' დაიწყე ზაფხული აქ'' - ამ სლოგანით ხვალ ზღვის სეზონი გაიხსნება. ტურიზმის დეპარტამენტი ვიზიტორებს სპეციალურ გასართობ პროგრამას სთავაზობს. ღონისძიებების ძირითადი ნაწილი ბათუმის ბულვარში ჩატარდება, მათ შორისაა ველომარათონი, მასტერკლასი კულინარიაში, ბარმენების შოუ და სელფის ჩემპიონატი. პარალელურად კი, მაღალმთიანი აჭარის ახალ ტურისტულ მარშრუტებზე ლაშქრობები მოეწყობა. ბათუმური ბენდები კონცერტებს გამართავენ. ხვალ რამდენიმე ტურისტული ობიექტი მსურველებს უფასოდ მიიღებს.

ნათია ლომაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში