მზია ამაღლობელის მხარდამჭერი აქცია

18 იანვარი 2025, 20:25 113 ნახვა

ბათუმის პოლიციის უფროსის ირაკლი დგებუაძის გათავისუფლების მოთხოვნით აქცია გაიმართა აჭარის პოლიციის სამმართველოსთან. ადგილზე მედიისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და უწყვეტი პროტესტის მონაწილეები შეიკრიბნენ.
რეგიონის მთავარ სამმართველოსთან შეკრებილები მზია ამაღლობელის გათავისუფლებას და ირაკლი დგებუაძის მიმართ შესაბამისი ზომების გატარებას ითხოვენ . აქციის მონაწილეების განცხადებით , დგებუაძემ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა მზია ამაღლობელს.
ასევე ამბობენ რომ ბათუმის პოლიციის უფროსს “ ბათუმელებისა და ნეტგაზეთის დამფუძნებელზე ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენების მცდელობაც ჰქონდა. აქციის მონაწილეების მოთხოვნით , ირაკლი დგებუაძემ დაკავებული თანამდებობა უნდა დატოვოს, რადგან იგი მათი შეფასებით არ ასრულებს მასზე დაკისრებულ მოვალეობას და მოქალაქეების დაცვის ნაცვლად მათ თავს ესხმის.
დღესვე აქციაზე გაირკვა რომ დაფუძნდა სამოქალაქო წინააღმდეგობის მოძრაობა “ რუსული რეჟიმის წინააღმდეგ”, რომლის მიზანიც, ციალა ქათამიძის თქმით, პოლიტიკური ნიშნით სამსახურებიდან გათავისუფლებული ან სხვა ფორმით დასჯილი საჯარო მოხელეების ინტერესების დაცვაა. აღნიშნული მოძრაობა ასევე მზია ამაღლობელის ფონდის დაფუძნებას გეგმავს.

სოფიკო შავაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში