მართლმადიდებელი ეკლესია ნათლისღებას აღნიშნავს

19 იანვარი 2025, 10:15 105 ნახვა

მარ­თლმა­დი­დე­ბე­ლი ეკ­ლე­სია დღეს ნათ­ლის­ღე­ბას აღ­ნიშ­ნავს. დღე­სას­წა­ულსთან და­კავ­ში­რე­ბით ტაძრებში წირ­ვა-ლოც­ვა სრულ­დე­ბა.

ნათ­ლის­ღე­ბის დღე­სას­წა­უ­ლი თორ­მეტ სა­უფ­ლო დღე­სას­წა­ულს შო­რის ერთ-ერ­თია. 

სახარების თანახმად, ამ დღეს, იოანე ნათლისმცემელმა მდინარე იორდანეში მონათლა იესო ქრისტე.

ნათლისღების დღესასწაულზე წყლის კურთხევის მსახურება (დიდი აიაზმა) სრულდება და ნაკურთხი წყალი მთელი წლის განმავლობაში ინახება.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში