„ტიკ ტოკმა“ აშშ-ში მუშაობა შეწყვიტა

19 იანვარი 2025, 11:54 102 ნახვა

„ტიკ ტოკმა“ აშშ-ში მუშაობა შეწყვიტა. პლატფორმა, რომელსაც ჩინური კომპანია ByteDance-ი ფლობს, მომხმარებლებს ატყობინებს, რომ შეერთებულ შტატებში მიღებული კანონის შემდეგ, რომლის მიხედვითაც ტიკ ტოკი იკრძალება, ვეღარ შეძლებენ მის გამოყენებას. აღნიშნავენ, რომ ტრამპმა გამოთქვა მზადყოფნა, იმუშაოს პლატფორმის ხელმძღვანელებთან აღდგენის გადაწყვეტილებაზე თანამდებობის დაკავების შემდეგ. ცნობისთვის, კანონი აპლიკაციის მფლობელ ჩინურ კომპანიას ავალდებულებს, „ტიკ ტოკი“ ან გაყიდოს, ან 19 იანვრიდან დაექვემდებაროს აპლიკაციის აშშ-ში აკრძალვას.

ანა ვაშაყმაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში