საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ჩემპიონატი 28 თებერვალს დაიწყება 

20 იანვარი 2025, 09:58 115 ნახვა

საქართველოს 37-ე ეროვნული საფეხბურთო ჩემპიონატის ახალი სეზონი 28 თებერვალს დაიწყება – ინფორმაციას ეროვნული ლიგის ვებგვერდი ავრცელებს. სეზონი მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე საქართველოს ჩემპიონის, „იბერიისა“ და „თელავის“ მატჩით გაიხსნება.

ეროვნული ლიგის დებიუტანტი საგარეჯოს „გარეჯი“ იქნება, ხოლო ლიგა 2-ს „გონიო“, ტყიბულის „მეშახტე“, მარტვილის „მერანი“ და „იბერია 2“ შეურთდებიან. რაც შეეხება ბათუმის დინამოს, ის პირველ მატჩს აჭარაბეთ არენაზე 2 მარტს, თბილისის დინამოს წინააღმდეგ ჩაატარებს.

აქვე გეტყვით, რომ ზღვისპირელებმა 26 წლის კონგოელი მცველი მესიე ბიტუმუსოკა დაიმატეს, რომელიც ბულგარეთის ბოტევში თამაშობდა და კონგოს და ნაკრებში ორი შეხვედრა აქვს ჩატარებული.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი