უამინდობა აჭარაში 

23 აპრილი 2017, 00:00 6734 ნახვა

თხილნარში შაინიძეების ოჯახი საცხოვრებლის გარეშე დარჩა. მათი სახლი ქარმა მთლიანად ჩაანგრია. შემთხვევის დროს   ოჯახის წევრები სახლში იმყოფებოდნენ, თუმცა შენობის დატოვება დროულად მოახერხეს.

სტიქიამ  აჭარაში სახურავები გადახადა სახლებსა და სკოლებს. მიუხედავად ამისა, განათლების სამინისტროში გვარწმუნებენ, რომ სასწავლო პროცესი ხვალ ჩვეულ რეჟიმში გაგრძელდება.

ნონა დიასამიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში