17-19 იანვარს თბილისში, ძიუდოს აკადემიაში ჩატარდა საქართველოს ჩემპიონატი 17-წლამდელ გოგონათა და ჭაბუკთა შორის.
ბათუმელმა ძიუდოისტმა საბა ბოლქვაძემ, რომელიც 50 კილოგრამ წონით კატეგორიაში გამოდიოდა, ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.
შეგახსენებთ, რომ ბათუმელმა ჯუდოკამ ბრინჯაოს მედალი 2024 წლის ევროპის თასზეც მოიგო.