რომის პაპი ტრამპის მიგრაციულ პოლიტიკას აკრიტიკებს 

20 იანვარი 2025, 13:58 113 ნახვა

რომის პაპი ფრანცისკე დონალდ ტრამპის ანტიმიგრაციულ პოლიტიკას აკრიტიკებს, რომელიც აშშ-ის მთელ ტერიტორიაზე ინაუგურაციის შემდეგ რამდენიმე დღის განმავლობაში არალეგალი მიგრანტების დაკავებისა და დეპორტაციის  ოპერაციის გააქტიურებას გეგმავს.

იტალიური ტელეარხისთვის  მიცემულ ინტერვიუში პონტიფიკოსმა თქვა, რომ "სირცხვილი" იქნება, თუ ტრამპი ამ  გეგმას განახორციელებს.

"ეს აიძულებს მიგრანტებს, რომლებსაც არაფერი გააჩნიათ, დაფარონ გადაუხდელი გადასახადები", - თქვა პაპმა და აღნიშნა, რომ ეს არ იმუშავებს, რადგან ამ გზით პრობლემების მოგვარება შეუძლებელია. 

რომის პაპმა მიგრანტების მიღება მისი თითქმის 12-წლიანი პაპობის მთავარ თემად აქცია. მან ტრამპის ანტიმიგრაციული რიტორიკა ადრეც გააკრიტიკა. 

2016 წლის არჩევნების დროს პაპმა თქვა, რომ ტრამპი მისი აზრით "არ იყო ქრისტიანი".

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი