აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა შეიწყალა თითქმის ყველა, ვინც 2021 წლის 6 იანვარს, აშშ-ის კაპიტოლიუმზე თავდასხმაში მონაწილეობისთვის იყო ბრალდებული. ეს გააკეთა მხარდამჭერებისადმი სოლიდარობის ნიშნად, რომლებიც მისი სახელით შეიჭრნენ კონგრესის შენობაში.
ამ აქტით სრულად გამართლდება ყველა, გარდა 14-ისა რომლებიც ბუნტის ორგანიზებისა ულტრამემარჯვენე ჯგდა მონაწილეობის ბრალდებით გაასამართლეს. მათ შორის არის უფის „ამაყი ბიჭების“ ყოფილი ლიდერი ენრიკე ტარიოსი და უფროსი წევრი ჯო ბიგსი, რომლებსაც მიესაჯათ შესაბამისად 22 და 17 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც ყველაზე გრძელი სასჯელია 6 იანვრის ბრალდებულთა შორის.
ასევე აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა აღმასრულებელ განკარგულებას, რომლის მიხედვითაც, აშშ-ის ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციიდან გამოსვლის პროცესს იწყებს.
„ოჰ, ეს დიდი ნაბიჯია“, – აღნიშნა ტრამპმა ხელმოწერისას.
დონალდ ტრამპის განცხადებით, აშშ-მა სხვა ქვეყნებთან შედარებით არასამართლიანი თანხა გადაიხადა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში.
„მათ ძალიან უნდოდათ ჩვენი დაბრუნება, ასე რომ, ვნახოთ, რა მოხდება“, – განაცხადა ტრამპმა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაზე საუბრისას.