ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში დღეს რექტორის არჩევნებია

21 იანვარი 2025, 10:15 654 ნახვა

ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში დღეს რექტორის არჩევნებია. 11 წევრიანმა აკადემიურმა საბჭომ არჩევანი ორ კანდიდატს შორის უნდა გააკეთოს. რექტორობა "ქართული ოცნებიდან" უმაღლესი საბჭოს დეპუტატს ტიტე აროშიძეს და ბიოლოგიის დოქტორს, არასამთავრობო ორგზანიცია „ფლორა და ფაუნას'' დამფუძნებელს არჩილს გუჩმანიძეს სურს.

რამდენიმე დღეა არჩილ გუჩმანიძე ოჯახის წევრების მისამართით მუქარაზე საუბრობს და აცხადებს, რომ პროცესები პოლიტიკურად მართულია. კანდიდატები აკადემიურ საბჭოს უნივერსიტეტის განვითარების ხედვას წარუდგენენ, მოგვიანებით კი ფარული კენჭისყრა ჩატარდება.

რექტორის ასარჩევად 6 წევრის მხარდაჭერაა საჭირო.  აღსანიშნავია, რომ აკადემიური საბჭოს ერთ-ერთი წევრი კანდიდატ ტიტე აროშიძის ძმაა.

ცნობილია, რომ არჩევნების პარალელურად უნივერსიტეტში სტუდენტების აქცია გაიმართება.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი