ზიზღისა და ძალადობის კამპანიის მწარმოებელი ორგანიზაციების წახალისება იგივეა, რაც ამავე კამპანიაში მონაწილეობა - შალვა პაპუაშვილი ევროკავშირის წარმომადგენლობას მიმართავს

21 იანვარი 2025, 11:03 111 ნახვა

გუშინ საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობამ მის მიერ ჟურნალისტიკაში დაწესებულ კონკურსში, ქართული ჯარის მძარცველი კეზერაშვილის ტელევიზია „ფორმულას“ ჟურნალისტის ფინალისტობა გვახარა, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი წერს.

როგორც პაპუაშვილი წერს, ზიზღისა და ძალადობის კამპანიის მწარმოებელი ორგანიზაციების წახალისება იგივეა, რაც ზიზღისა და ძალადობის კამპანიაში მონაწილეობა.

„გუშინ საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობამ მის მიერ ჟურნალისტიკაში დაწესებულ კონკურსში, ქართული ჯარის მძარცველი კეზერაშვილის ტელევიზია „ფორმულას“ ჟურნალისტის ფინალისტობა გვახარა.

დღეს ეს ტელევიზია ტერორს აგრძელებს.

ზიზღისა და ძალადობის კამპანიის მწარმოებელი ორგანიზაციების წახალისება იგივეა, რაც ზიზღისა და ძალადობის კამპანიაში მონაწილეობა“, – წერს შალვა პაპუაშვილი.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი