ბათუმის პოლიციის უფროსისთვის უფლებამოსილების შეჩერებისა და სწრაფი გამოძიების მოთხოვნით, სპეციალურ საგამოძიებო სამსახურთან აქცია გაიმართა

21 იანვარი 2025, 11:38 145 ნახვა

ბათუმში, სპეციალურ საგამოძიებო სამსახურთან ჟურნალისტებმა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა საპროტესტო აქცია გამართეს.

შეკრებილები, აღნიშნულ უწყებას მიმართავენ, რომ ბათუმის პოლოციის უფროსის, ირაკლი დგებუაძის მხრიდან, „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის მიმართ არაადამიანური მოპყრობის ფაქტი შეისწავლონ.

ისინი ასევე ითხოვენ სამსახურებრივი უფლებამოსილება შეუჩერდეს ბათუმის პოლიციის უფროსს ირაკლი დგებუაძეს და დადგეს მისი სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხი.

მათი თქმით, დგებუაძემ მზია ამაღლობეს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა და ასევე ფიზიკური შეურაცხყოფის მცდელობაც ჰქონდა. ჟურნალისტებისა და უფლებადამცველების განცხადებით, პოლიციას არ უნდა ხელმძღვანელობდეს პირი, რომელიც მოქალაქეების უფლებების დაცვის ნაცვლად მათ არღვევს. 

აქციის მონაწილეები სპეცილაური საგამოძიებო სამსახურიდან  "ბათუმელების" ოფისამდე მსვლელობას აწყობენ და სკანდირებენ "თავისუფლება მზია ამაღლობელს".

ირინე წუწუნავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი