დონალდ ტრამპმა აშშ-ის 47-ე პრეზიდენტის ფიცი დადო

21 იანვარი 2025, 10:13 128 ნახვა

დონალდ ტრამპი აშშ-ის 47-ე პრეზენტაცია. ფიცის დადების ცერემონია   ვაშინგტონში  ცივი ამინდის გამო, პირველად ოთხი ათწლეულის განმავლობაში შენობაში გაიმართა, კერძოდ, კაპიტოლიუმის როტონდაში.   

დონალდ ტრამპი თეთრ სახლში მეორე ოთხწლიანი ვადით დაბრუნდა. ტრამპმა საინაუგურაციო სიტყვაში თქვა, რომ „ ამერიკის ოქროს ხანა იწყება“.   

პირობა დადო, რომ  ხელს მოაწერს "ისტორიული აღმასრულებელი ბრძანებების სერიას", მათ შორის სამხრეთ საზღვარზე ეროვნული საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებას, ნავთობისა და გაზის წარმოების გაძლიერებას, ელექტრო მანქანების მანდატის გაუქმებას.  ასევე პირობა დადო, რომ დაუყოვნებლივ დაიწყებს სავაჭრო სისტემის და უცხო ქვეყნების ტარიფებისა და გადასახადების კაპიტალური რემონტს.  

თქვა, რომ   შეამცირებს ფასებს, გადაარჩენს საავტომობილო მრეწველობას, „აღადგენს სამართლიან, თანაბარ და მიუკერძოებელ მართლმსაჯულებას“ და დააბრუნებს კანონსა და წესრიგს აშშ-ს ქალაქებში. მან აღნიშნა, რომ შეერთებული შტატების მთავრობის "ოფიციალური პოლიტიკა" იქნება, რომ არსებობს მხოლოდ ორი გენდერი - მამრობითი და მდედრობითი.

ტრამპმა ასევე პირობა დადო, რომ ააშენებს ყველაზე ძლიერ არმიას, რაც კი ოდესმე უნახავთ. პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ ის შეცვლის მექსიკის ყურის სახელს ამერიკის ყურედ და დაიბრუნებს პანამის არხს.

გარდა ამისა, ტრამპმა თქვა, რომ ის მეორედ გამოიყვანს შეერთებულ შტატებს კლიმატის ცვლილების შესახებ პარიზის საეტაპო შეთანხმებიდან.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი