ამ წუთებში სასტუმრო "შერატონთან" აქცია მიმდინარეობს. პროტესტის მონაწილეები სასტუმროს ადმინისტრაციისგან, ყოფილ პრემიერ-მინისტრზე, გიორგი გახარიაზე თავდასხმის ამსახველი ვიდეომასალის გასაჯაროვებას ითხოვენ.
აქციის მონაწილეების თქმით, სასტუმროს ადმინიატრაციაში მათ უთხრეს, რომ პარტია "საქართველოსთვის" ლიდერზე თავდასხმის ამსახველი ვიდეომასალა "შერატონიდან" პროკურატურამ ამოიღო.
შეგახსენებთ, გიორგი გახარიას სასტუმრო "შერატონში" 15 იანვარს დაესხნენ თავს.
ყოფილ პრემიერ-მინისტრზე თავდასხმას "ქართული ოცნების" წევრებს ედავებიან.