საქართველოში შექმნილი პოლიტიკური კრიზისის შესახებ ევროპარლამენტში დებატები გაიმართა. ძირითადი ევროპული პოლიტიკური ჯგუფების წარმომადგენლებმა „ქართული ოცნების“ ანტი-ევროპული კურსი გააკრიტიკეს და დემონსტრანტების წინააღმდეგ გატარებული ქმედებები დაგმეს.
დებატების დასაწყისში, ევროპარლამენტარებმა მოუსმინეს ევროკომისარს შინაგან საქმეთა და მიგრაციის საკითხებში, მაგნუს ბრუნერს.
„საქართველოს მზარდი დემოკრატიული დაღმასვლა ძალიან საგანგაშოა" - თქვა ბრუნერმა. ევროკომისარმა ხაზი გაუსვა, რომ „ძალადობრივი დარბევების“ მიუხედავად, არცერთი სამართალდამცველის მიმართ არ დაწყებულა გამოძიება. მან „ქართულ ოცნებას“ მოუწოდა, გაათავისუფლოს ყველა უკანონოდ დაკავებული.
ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები საქართველოს შესახებ მსჯელობას 27 იანვარს გასამართ ევროკავშირის საბჭოზე გააგრძელებენ.