გაფიცული სტუდენტები

22 იანვარი 2025, 11:01 137 ნახვა

კვირაზე მეტია ბათუმის ხელოვნების უნივერსიტეტში   სტუდენტები ღამეს  სასწავლებლის ფოიეში ათენებენ.  80-მდე გაფიცული  სტუდენტი ხელოვნების უნივერსიტეტის 4 სტუდენტის, დეკანისა და აქციებზე დაკავებული პირების  გათავისუფლებას ითხოვენ.  

მიაჩნიათ,  რომ ისინი უსამართლოდ, პოლიტიკური ნიშნით არიან დაკავებულები. გაფიცულები ასევე უნივერსიტეტის ახალი რექტორის დანიშვნის მოლოდინში არიან.  

ხელოვნების უნივერსიტეტის სტუდენტების გიორგი დავითაძის, დავით გვიანიძის, ანრი კაკაბაძის,გურამ მიქელაძისა და დეკან მამუკა ჯორბენაძის სასამართლო პროცესი 28 იანვარს არის ჩანიშნული, ისინი  ამჟამად წინასწარ პატიმრობაში იმყოფებიან. მათ გამოძიება ჯგუფურად ჩადენილ ძალადობას ედავება. 

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი