ბავშვთა გასართობი, სპორტული და მოსასვენებელი ზონები, ახალი გარეგანათება და სანიაღვრე სისტემები - მამია ვარშანიძის ქუჩის #71-ში ახალი რეკრეაციული სივრცე მოეწყო.
ბათუმის მერიის ინფორმაციით სამუშაოებისთვის 1,5 მილიონი ლარი დაიხარჯა.
უწყებისვე ინფორმაციით, წელს ბათუმში 19 ახალი რეკრეაციული სივრცე მოეწყობა, ხოლო რეაბილიტაცია ჩაუტარდება ხუთს.