ტრამპი რუსეთისთვის დამატებითი სანქციების დაწესებას არ გამორიცხავს

22 იანვარი 2025, 11:01 107 ნახვა

აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის განცხადებით, შესაძლოა რუსეთს დამატებითი სანქციები დაუწესოს, თუ ვლადიმერ პუტინი ცეცხლის შეწყვეტის საკითხზე მოლაპარაკებების მაგიდასთან არ დაჯდება, - ინფორმაციას გამოცემა The Hill-ი ავრცელებს.

ამასთან, კითხვაზე, აპირებს თუ არა უკრაინას შეერთებული შტატების მხარდაჭერა შეუწყვიტოს, ტრამპმა პირდაპირ არ უპასუხა, მაგრამ განაცხადა, რომ ევროპულმა ქვეყნებმა მეტი უნდა გააკეთონ, რადგან ისინი უფრო ახლოს არიან კონფლიქტთან.

თეთრ სახლში ტრამპმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ შეთანხმებაზე უარით პუტინი რუსეთს ანგრევს.

შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა რუსეთის ეკონომიკურ პრობლემებს და ინფლაციას და თქვა, რომ რუსეთს დიდი პრობლემები ექნება.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი