მერაბ ღოღობერიძის სასამართლო პროცესი გადაიდო

24 აპრილი 2017, 00:00 4103 ნახვა

კორუფციასთან ბრძოლის საინფორმაციო ცენტრის ხელმძღვანელის, მერაბ ღოღობერიძის სასამართლო პროცესი გადაიდო.

სამართალდამცველებს ის სასამართლო დარბაზში არ მიუყვანიათ და არც მიზეზები განუმარტავთ. პოლიციელის თქმით, ღოღობერიძე წინასწარი დაკავების იზოლატორში იმყოფება. ადვოკატისთვის გაუგებრია, რა მიზეზით არ მიიყვანეს დაკავებული სასამართლო პროცესზე. გამოძიება მას პოლიციელებისადმი დაუმორჩილებლობას ედავება.

მერაბ ღოღობერიძე გუშინ ღვედის არ ქონის გამო დააჯარიმეს, მოგვაინებით კი, პოლიცილებისადმი წინააღმდეგობის გაწევის გამო დააკავეს.

ადვოკატ ზაზა პაპიძის თქმით, გამოძიება ღოღობერიძეს სისხლის სამართლის საქმესაც ედავება, რომელიც 11-12 მარტს ბათუმში განვითარებულ მოვლენებს ეხება.

დაკავებული სახალხო დამცველის წარმომადგენელმა მოინახულა. ციალა ქათამიძის განცხადებით, მას ძალადობის კვალი არ აღენიშნება. მისივე თქმით, დაკავებული თავს დამნაშავედ არ ცნობს. მერაბ ღორობერიძე შსს-ს თანამშრომელმა მეგი ხუნწელიამ დააკავა. ეს ის პოლიციელია, რომელმაც მეწყვილე გია ხალვაშის ურთიერთსაწინააღმდეგო ჩვენება მისცა სასამართლოზე. შეგახსენებთ, ხალვაშმა სუს-სა და საპატრულო პოლიციას შორის არსებულ დაპირისპირებაზე საჯაროდ პირველად ისაუბრა. ამის შემდეგ იგი სამსახურიდან გაანთავისუფლეს.

ჯენი კვანტალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში