,, კარიერის განვითარება და მისი შესაძლებლობები“- აღნიშნულ თემაზე ბათუმის 10-ე საჯარო სკოლაში საჯარო შეხვედრა გაიმართა. საინფორმაციო შეხვედრის ფარგლებში, ეროვნულ სასწავლო გეგმასთან ინტეგრირებულ საგანმანათლებლო პროგრამის ერთი სემესტრის შედეგებსა და მიღწევებზეც ისაუბრეს. მე-10 საჯარო სკოლაში ამ დროისთვის პროფესიულ განათლების კურსებზე 15 სტუდენტია რეგისტრირებული. პროფესიულ უნარებთან ერთად ისინი სასკოლო საგნებსაც გადიან. სტუდენტები ორ წლიანი კურსის დასრულების შემდეგ პროფესიული კვალიფიკაციის დიპლომი და სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელ ატესტატსაც აიღებენ. პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამები 2025 წელს 50-ზე მეტი საჯარო სკოლისთვის იქნება ხელმისაწვდომი.