ბათუმის ხელოვნების უნივერსიტეტში რექტორის მოვალეობის შემსრულებელს 30 იანვარს აირჩევენ

24 იანვარი 2025, 10:08 108 ნახვა

ბათუმის ხელოვნების სასწავლო უნივერსიტეტში რექტორის მოვალეობის შემსრულებლის არჩევნები ფარული კენჭისყრით 30 იანვარს ჩატარდება. აღნიშნული თანამდებობა მას შემდეგ გახდა  ვაკანტური, რაც 15 იანვარს თემურ  კეჟერაძემ თანამდებობა დატოვა. 

ამ დროისთვის მოვალეობას რექტორის მოადგილე ინგა ხალვაში ასრულებს. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების რექტორის მოვალეობის შემსრულებელი უნდა აკმაყოფილებდეს შესაბამის მოთხოვნებს.

მათ შორის უნდა იყოს პროფესორი, ან ასოცირებული პროფესორი და  მოეთხოვება სახელოვნებო საგანმანათლებლო დაწესებულებაში მუშაობის არანაკლებ 3 წლიანი გამოცდილება, უნდა წარმოადგინოს  6 თვის სამოქმედო გეგმა. რექტორის მოვალეობის შემსრულებლის არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად რეგისტრაცია 27 იანვარს 17:00 საათამდეა შესაძლებელი. რეგისტრირებულ კანდიდატთა წარმოდგენილი დოკუმენტაციისა და მოკლევადიანი სამოქმედო გეგმებს აკადემიური საბჭო განიხილავს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში