„ლიონი“ „ფენერბახჩესთან“ ფრეს დასჯერდა

24 იანვარი 2025, 12:38 114 ნახვა

ევროპა ლიგის მეშვიდე ტურში გიორგი მიქაუტაძის „ლიონი“ სტუმრად „ფენერბაჰჩეს“ დაუპირისპირდა. მატჩი ფრედ - 0:0 დასრულდა. ქართველი ფორვარდი 79-ე წუთზე შეცვალეს.

მიმდინარე სეზონში მიქაუტაძეს 26 მატჩში 8 გოლი აქვს გატანილი, საიდანაც 4 ლიგა 1-ში, 2 საფრანგეთის თასზე და 2 ევროპა ლიგაზე, ხოლო ერთხელ საგოლე პასიც შეასრულა. „ლიონი“ ევროპა ლიგაზე 7 ტურის შემდეგ 14 ქულით მესამე ადგილზეა, ბოლო ტურში კი 30 იანვარს „ლუდოგორეცს“ უმასპინძლებს.
ლაშა ოდიშარიას რიგასმა“ საკუთარ მოედანზე „აიაქსი“ 1:0 დაამარცხა. მასპინძელთა ქართველმა ლეგიონერმა ლაშა ოდიშარიამ შეუცვლელად ითამაშა და ორივე გუნდიდან ერთ-ერთი ყველაზე მაღალი შეფასებები დაიმსახურა.

„რიგასი“ 5 ქულით 30-ე ადგილზეა, პლეი-ოფში ვერ გავა და ტურნირზე ბოლო შეხვედრას 31 იანვარს ჰამბურგში კიევის „დინამოსთან“ ჩაატარებს.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში