ციალა ქათამიძე: ღოღობერიძემ შიმშილობა დაიწყო

24 აპრილი 2017, 00:00 4174 ნახვა

 სახალხო დამცველის აპარატის რეგიონული დეპარტამენტის აჭარის სამმართველოს უფროსმა, წინასწარი დაკავების იზოლატორში მერაბ ღოღობერიძე მოინახულა. ციალა ქათამიძის თქმით, ღოღობერიძემ შიმშილობა დაიწყო და თავს უდანაშაულოდ თვლის. როგორც სახალხო დამცველის წარმომადგენელი ამბობს, ღოღობერიძე სასამართლო პროცესზე, იმ მიზეზით არ გამოცხადდა, რომ ინფორმირებული არ იყო. დაკავებული სასულიერო პირთან შეხვედრას ითხოვს.

მერაბ ღოღობერიძე გუშინ ღვედის არ ქონის გამო დააჯარიმეს, მოგვაინებით კი, პოლიცილებისადმი წინააღმდეგობის გაწევის გამო დააკავეს.

ადვოკატ ზაზა პაპიძის თქმით, გამოძიება ღოღობერიძეს სისხლის სამართლის საქმესაც ედავება, რომელიც 11-12 მარტს ბათუმში განვითარებულ მოვლენებს ეხება.

დაკავებული სახალხო დამცველის წარმომადგენელმა მოინახულა. ციალა ქათამიძის განცხადებით, მას ძალადობის კვალი არ აღენიშნება. მისივე თქმით, დაკავებული თავს დამნაშავედ არ ცნობს. მერაბ ღორობერიძე შსს-ს თანამშრომელმა მეგი ხუნწელიამ დააკავა. ეს ის პოლიციელია, რომელმაც მეწყვილე გია ხალვაშის ურთიერთსაწინააღმდეგო ჩვენება მისცა სასამართლოზე. შეგახსენებთ, ხალვაშმა სუს-სა და საპატრულო პოლიციას შორის არსებულ დაპირისპირებაზე საჯაროდ პირველად ისაუბრა. ამის შემდეგ იგი სამსახურიდან გაანთავისუფლეს.

ჯენი კვანტალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში