აქციაზე გზის გადაკეტვის საქმე - სასამართლომ თორმეტივე პირი 500-500 ლარით დააჯარიმა

24 იანვარი 2025, 13:37 150 ნახვა

ბათუმის საქალაქო სასამართლომ, აქციაზე გზის გადაკეტვის საქმეზე, ბრალდებული თორმეტივე პირი 500-500 ლარით დააჯარიმა. მოსამართლე ალექსანდრე გოგუაძემ გადაწყვეტილება ცოტა ხნის წინ გამოაცხადა.

ბრალდებულები ბათუმის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრებას ზემდგომ ინსტანციაში გეგმავენ.  მათი თქმით, კანონი არ დაურღვევიათ, უფრო მეტიც, მათთან მიმართებაში დაირღვა სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება.

ბრალდებულთა ნაწილი დღევანდელ სასამართლო პროცესს არ ესწრებოდა, ისინი გადაწყვეტილების გამოცხადებას სასამართლოს შენობასთან ელოდნენ.

თორმეტივე პირის შემთხვევაში საქმე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 174-ე მუხლით იყო აღძრული.

სოფიკო შავაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში