ენმ სარფის ნაპირსამაგრი სამუშაობის უარყოფით შედეგებზე საუბრობს

24 აპრილი 2017, 00:00 4665 ნახვა

ხელვაჩაურის საკრებულოს წევრი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“ ქენან კახიძე, სარფში მიმდინარე ნაპირსამაგრი სამუშაოების ნეგატიურ მხარეზე საუბრობს.  როგორც ის განმარტავს, მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოები ტურისტულ სეზონს ხელს შეუშლის, რაც ადგილობრივი მოსახლეობის შემოსავალზე უარყოფითად აისახება.

2013 წელს, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ, აღნიშნული პროექტისთვის 58 მილიონ 400 ათასი ლარი გამოყო. სამუშაოებს შპს ,,სახელმწიფო სამშენებლო კომპანია” ასრულებს. კახიძის მტკიცებით სამუშაოები 2016 წელს უნდა დასრულებულიყო.


როგორც შპს ,,სახელმწიფო სამშენებლო კომპანიაში” ამბობენ, ოპოზიციის ბრალდებები აბსურდულია. კომპანიის გენერალური დირექტორის თქმით, სამუშაოების დასრულების კონკრეტული თარიღი ხელშეკრულებაში გაწერილი არ არის.  გიორგი შენგელია განმარტავს, რომ პროექტმა გარკვეული ცვლილებები განიცადა.

ბექა რომანაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში