მსვლელობა პოლიციური რეჟიმის წინააღმდეგ“- მარში გაიმართა თბილისში. მსვლელობის მონაწილეები ნოემბერ-დეკემბერში მიმდინარე აქციის დროს დაკავებული პირების გათავისუფლებას ითხოვენ. მსვლელობა მეტროსადგურ „დიდუბიდან“ დაიწყო და წერეთლის ქუჩაზე მდებარე პოლიციის შენობასთან დასრულდა.როგორც მათ აღნიშნეს, “თავისუფლებისთვის მებრძოლი პირები უკანონოდ არიან დაკავებულები”. მსვლელობის მონაწილეებს თან ჰქონდათ პლაკატები სხვადასხვა წარწერით.