ესტონეთის დელეგაცია საქართველოში

24 აპრილი 2017, 00:00 1984 ნახვა

საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფი ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სვენ მიკსერი საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს მიხეილ ჯანელიძეს შეხვდა. ყურადღება გაამახვილეს ორ ქვეყანას შორის არსებულ 25-წლიან დიპლომატიურ ურთიერთობაზე.  

სვენ მიკსერმა კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ ესტონეთი მხარს უჭერს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას.  მისი  თქმით, საქართველო ასრულებს ნაკისრ ვალდებულებებს როგორც, ევროკავშირთან, ასევე ნატო-სთან.  საგარეო საქმეთა მინისტრის მიხეილ ჯანელიძის განცხადებით,  ესტონეთი პირველი ივლისიდან ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყანა ხდება, რაც ვიზიტის მნიშვნელობას ხაზს კიდევ ერთხელ უსვამს.

ამავე კატეგორიაში