მზია ამაღლობელის მხარდასაჭერი სოლიდარობის აქცია გაიმართა რუსთავის მეხუთე პენიტენციურ დაწესებულებასთან. თავისუფლება მზია ამაღლობელს, თავისუფლება რეჟიმის ტყვეებს- ამ ბანერებით მივიდნენ დღეს რუსთავის ციხესთან.
განცხადება პენიტენციურ დაწესებულებასთან ლელოს წევრებმაც გააკეთეს - მოუწოდეს შესაბამის უწყებებს გაავრცელონ ინფორმაცია მზიას ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ.
პარალელურად, პენიტენციურმა სამსახურმა გაავრცელა ინფორმაცია სადაც ნათქვამია რომ მზია ამაღლობელი პენიტენციურ დაწესებულებაში ყველა შესაბამის დახმარებას იღებს.