ორწლიანი პაუზის შემდეგ ნიკოლოზ ბასილაშვილი ATP-ს ტურნირის ძირითად ბადეში ითამაშებს

28 იანვარი 2025, 11:52 130 ნახვა

ორწლიანი პაუზის შემდეგ ნიკოლოზ ბასილაშვილი ეითიპი-ს ტურნირის ძირითად ბადეში ითამაშებს. მონპელიეს 250-ქულიანი ტურნირის საკვალიფიკაციო ეტაპის დასკვნითი შეხვედრა ფრანგმა ტიტუან დროჟემ ტრავმის გამო ვერ დაასრულა და ბასილაშვილი შეჯიბრების ძირითად ეტაპზე გავიდა. პირველი სეტი დროჟემ 6:3 მოიგო, მეორე სეტი ქართველის გამარჯვებით 6:3 დასრულდა. გადამწყვეტ სეტში ნიკოლოზი 5:4 იგებდა, როდესაც მეტოქემ თამაში შეწყვიტა. მონპელიეს ტურნირის პირველ წრეში ნიკოლოზ ბასილაშვილის მეტოქე ყაზახეთის სახელით გამომსვლელი მიხაილ კუკუშკინი იქნება.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში