გოგა ბითაძე ტრავმის შემდეგ მოედანს დაუბრუნდა

28 იანვარი 2025, 11:53 157 ნახვა

ენ-ბი-ეს-ს მორიგ ტურში „ორლანდო მეჯიქი“ „მაიამი ჰიტთან“ დაუპირისპირდა და ოვერტაიმში 119:125 დამარცხდა. ტრავმის შემდეგ მოედანს დაუბრუნდა გოგა ბითაძე, რომელსაც ორმაგ დუბლამდე ერთი მოხსნა დააკლდა. ბითაძე სათადარიგო იყო და მწვრთნელმა 22 წუთი ათამაშა, რა დროშიც მის ანგარიშზე 10 ქულა, 9 მოხსნა, 2 პასი და 1 დაფარება იყო. „ორლანდოს“ 24-24 მოგება-წაგება აქვს და აღმოსავლეთ კონფერენციაში მეშვიდე ადგილზეა. მომდევნო მატჩს 31 იანვარს სტუმრად „პორტლენდთან“ გამართავს.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში