11-12 მარტის საქმეზე მერაბ ღოღობერიძეს ბრალი წაუყენეს

24 აპრილი 2017, 00:00 2896 ნახვა

 11-12 მარტის საქმეზე მერაბ ღოღობერიძეს ბრალი წაუყენეს. მერაბ ღოღობერიძის ადვოკატის, ზაზა პაპიძის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, ადასტურებენ, შსს-ში.

მერაბ ღოღობერიძე გუშინ ღვედის არქონის გამო დააჯარიმეს, მოგვიანებით კი, პოლიციელებისადმი წინააღმდეგობის გაწევის გამო დააკავეს.

ღოღობერიძე, დღეს დილით სახალხო დამცველის წარმომადგენელმა მოინახულა. ციალა ქათამიძის განცხადებით, მას ძალადობის კვალი არ აღენიშნება. მისივე თქმით, დაკავებული თავს დამნაშავედ არ ცნობს. მერაბ ღორობერიძე შსს-ს თანამშრომელმა მეგი ხუნწელიამ დააკავა. ეს ის პოლიციელია, რომელმაც მეწყვილე გია ხალვაშის ურთიერთსაწინააღმდეგო ჩვენება მისცა სასამართლოზე. შეგახსენებთ, ხალვაშმა სუს-სა და საპატრულო პოლიციას შორის არსებულ დაპირისპირებაზე საჯაროდ პირველად ისაუბრა.

ჯენი კვანტალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში