ჩილეს სამხრეთ სანაპიროსთან ტურისტული გემის ჩაძირვის შედეგად დაიღუპა ექვსი ადამიანი. მაშველებმა 27 ადამიანის გადარჩენა შეძლეს. სამაშველო ოპერაცია დილამდე გაგრძელდა- აცხადებს ადგილობრივი ხელისუფლება.
გემი, რომელსაც 30-ზე მეტი მგზავრი გადაჰყავდა, ძრავის გაუმართაობის გამო კლდეს დაეჯახა. ამ ინფორმაციას გადარჩენილთა ჩვენებებზე დაყრდნობით ადგილობრივი მედია ავრცელებს. პროკურატურის განცხადებით, ხომალდზე დასაშვებზე მეტი მგზავრი იმყოფებოდა, არ გააჩნდა უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად შესაბამისი აღჭურვილობა და კაპიტანმა დაარღვია პროტოკოლი, რომლის თანახმად მას თან უნდა ახლდეს თანაშემწე. პოლიციამ გემის კაპიტანი უკვე დააკავა.