ბერლინში გერმანიის კანცლერმა  დანიის პრემიერ-მინისტრი მიიღო

28 იანვარი 2025, 14:17 177 ნახვა

ოლაფ შოლცის განცხადებით, ბერლინში დანიის პრემიერ-მინისტრთან  მოლაპარაკებები დღესაც გაგრძელდება  და მასზე  ბალტიის ზღვაში უსაფრთხოებასა და რეგიონში მომხდარ ბოლოდროინდელ ინციდენტზე იმსჯელებენ.
"გუშინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ კიდევ ერთი წყალქვეშა კაბელი დაზიანდა. ეს რუსეთის ჩრდილოვანი ფლოტის საფრთხეზე მიანიშნებს", - განაცხადა შოლცმა  ფრედერიქსენთან შეხვედრის წინ. დანიის პრემიერის თქმით,  ევროპამ უნდა გააძლიეროს თავისი უსაფრთხოება და თავდაცვა, რათა ევროპის კონტინენტზე  რუსეთის და ჩინეთის გავლენებს დაუპირისპირდეს. 
შოლცის თქმით, მომავალ კვირას ბრიუსელში ევროკავშირის 27 სახელმწიფოსა და მთავრობის მეთაურის არაფორმალურ შეხვედრა გაიმართება, რომელზეც  უფრო ეფექტურ ევროპულ თავდაცვის მრეწველობაზე იმსჯელებენ.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში