რუსეთმა უკრაინაზე დრონებით მასშტაბური თავდასხმა განახორციელა

28 იანვარი 2025, 14:18 206 ნახვა

უკრაინის  თავდაცვის ძალებმა რუსეთის მიერ გაშვებული  100  დრონიდან  65-ის ჩამოგდება შეძლეს.  ირანული დრონების სამიზნე ოდესის, კიევის, სუმის, პოლტავის, ჩერკასის, ჩერნიგოვისა და ხარკოვის რეგიონებში იყო. ოდესის რეგიონზე თავდასხმის შედეგად დაშავდა ოთხი ადამიანი. 91 წლის კაცი საავადმყოფოში გადაიყვანეს, დანარჩენ დაშავებულებს დახმარება ადგილზე გაუწიეს-აცხადებს ოდესის საოლქო სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ოლეგ კიპერი.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში