ბათუმში სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ოფისთან აქცია გაიმართა

28 იანვარი 2025, 19:05 198 ნახვა

სპეციალური  საგამოძიებო  სამსახურის ოფისთან ბათუმში მედიისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლების მორიგი აქცია გაიმართა.

აქციის მონაწილეები, ონლაინ გამოცემა „ბათუმელების“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის გათავისუფლებას და მისთვის დაზარალებულის სტატუსის მინიჭებას ითხოვდნენ. ამის გარდა, მათ შეკითხვები აქვთ საგამოძიებო სამსახურთან. მათ შორის, აინტერესებთ  გამოიკითხა თუ არა ბათუმის პოლიციის უფროსი ირაკლი დგებუაძე.

მედიისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები უკვე რამდენიმე დღეა შინაგან საქმეთა სამინისტროს დგებუაძისთვის უფლებამოსილების შეწყვეტის მოთხოვნით მიმართავენ. რადგან მათი განცხადებით, ბათუმის პოლიციის უფროსი მედიამენეჯერის, მზია ამაღლობელისა და სხვა პატიმრების უფლებებს არღვევდა.

აქციის მონაწილეები, სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს მოუწოდებენ უპასუხოს საზოგადოებაში დაგროვებულ შეკითხვებს, წინააღმდეგ შემთხვევაში აპირებენ რადიკალურ ზომებს მიმართონ. 

აქციის მონაწილეებმა ბათუმის ქუჩებში მსვლელობა მოაწყვეს და სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ოფისიდან აჭარის მთავრობის სახლთან გადაინაცვლეს. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში