ახალი საბარათე სისტემა მუნიციპალურ ტრანსპორტში

24 აპრილი 2017, 00:00 3298 ნახვა

1 მაისიდან ბათუმში მუნიციპალური ტრანსპორტით მგზავრობას მხოლოდ ახალი ბარათებით შეძლებთ. “ბათუმის ავტოტრანსპორტი” “ლიბერთი ბანკის” შემდეგ, ამჯერად “საქართველოს ბანკის” მომსახურებით ისარგებლებს. შესაბამისად, პირადობის მოწმობით, ბარათების მიღება, სწორედ ამ ბანკის ფილიალებში იქნება შესაძლებელი. ამბობენ, რომ ჩარიცხვის და ბალანსის შემოწმების სისტემა უფრო მოქნილი იქნება.

სიახლეა ისიც, რომ ბარათები უნივერსალურია, შესაბამისად მათი გამოყენება დედაქალაქის მუნიციპალურ ტრანსპორტშიცაა შესაძლებელი, თბილისში არსებული მეტრომანებით კი პირიქით, ბათუმის მუნიციპალურ ტრანსპორტშიც იმგზავრებენ. იგეგმება ახალი ავტობუსების შეძენაც, რომელსაც ბათუმის მერი გიორგი ერმაკოვი წლებია აანონსებს.

გიორგი წეროძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში