სამხრეთ კორეის გიმჰაეს საერთაშორისო აეროპორტში თვითმფრინავს ცეცხლი გაუჩნდა, როდესაც ჰონგ კონგში გასამგზავრებლად ემზადებოდა. თვითმფრინავიდან ყველა 169 მგზავრისა და ეკიპაჟის შვიდი წევრის ევაკუაცია მოხდა.
ინციდენტის შედეგად შვიდმა ადამიანმა მსუბუქი დაზიანებები მიიღო და ისინი საავადმყოფოში გადაიყვანეს. ხანძარი თვითმფრინავის კუდის განყოფილებაში, აფრენამდე ცოტა ხნით ადრე გაჩნდა და მალევე ფიუზელაჟშიც გავრცელდა.
სამხრეთ კორეაში ერთი თვის წინ მუანის აეროპორტში მომხდარი ავიაკატასტროფის შედეგად, როცა ბანგკოკიდან ჩამოფრენილი თვითმფრინავი ასაფრენ ბილიკზე ავარიულად დაეშვა, 179 ადამიანი დაიღუპა.