12 ადამიანი დაიღუპა და 10 დაშავდა ჭყლეტის შედეგად ინდუისტურ დღესასწაულზე, რომელზეც ათობით მილიონი ადამიანი შეიკრიბა. ექვსკვირიანი რელიგიური ფესტივალი ჩრდილოეთ ინდოეთში იმართება.
მომხდარი ჭყლეტის შემდეგ, მომლოცველების დიდი ჯგუფი ცდილობდა ბარიკადებსა და ღობეებზე გადაძრომას, რათა თავი დაეღწია და უსაფრთხო ადგილზე გადასულიყო. ოფიციალურმა პირების განცხადებით, ჭყლეტა ადგილობრივი დროით დილის 1 საათზე მოხდა.
თვითმხილველთა თქმით, სამი მდინარის - განგის, იამუნის და სარასვატის შესართავთან, სადაც წმინდა განბანვის ცერემონია იმართება, ძლიერი ბიძგის შედეგად მომლოცველები ჭყლეტაში მოჰყვნენ.
პოლიციასა და უსაფრთხოების ძალებს ცოცხალი ჯაჭვის გაკეთება მოუწიათ, რათა შემთხვევის ადგილზე სასწრაფო დახმარებისა და სამაშველო ბრიგადები მისულიყვნენ.