ამერიკის დღეები დაიწყო

24 აპრილი 2017, 00:00 2754 ნახვა

საერთო წარსული, საერთო მომავალი - ბათუმში ამერიკა-საქართველოს 25 წლიანი დიპლომატიური ურთიერთობის ისტორიას იხსენებენ, რომელიც  1992 წლის 23 აპრილს დაიწყო. ამ ხნის მანძილზე შედგა არაერთი თანამშრომლობა სხვადასხვა სფეროში.

ამერიკამ საქართველოს არაერთხელ გაუწია დახმარება სამხედრო, ჰუმანიტარული, პოლიტიკური და ფინანსური კუთხით. საქართველო წლებია ამერიკასა და საქართველოს შორის სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის ხელმომწერია, რომელიც უსაფრთხოებისა და თავდაცვის, ეკონომიკისა და ვაჭრობის, ენერგეტიკის, კულტურისა და განათლების სფეროებში თანამშრომლობის გაფართოებას ისახავს მიზნად.

“ამერიკის დღეები 2017”-ის ფარგლებში დღეს ბათუმში არაერთი ღონისძიება გაიმართა.

ნათია ლომაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში